“სამართლიანმა არჩევნებმა” შეხვედრა გამართა


  • დღეს, “სამართლიანმა არჩევნებმა” ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ შეხვედრა გამართა.

დღევანდელ შეხვედრაზე, განხილულ იქნა, სამართლიანი არჩევნების მიერ, საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში წარდგენილი რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ და მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ძირითადი ცვლილებები.

“სამართლიანი არჩევნების” დირექტორის მოადგილის ელენე ნიჟარაძის განმარტებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია და საზოგადოების მნიშვნელოვანი მიღწევაა. “ეს არის შედეგი იმ პროტესტის, რაც მოჰყვა 20-21 ივნისის განვითარებულ მოვლენებს, ე. წ. “გავრილოვის ღამეს”. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. თუმცა, წარმოდგენილი პროექტი, რაც პარლამენტში არის დარეგისტრირებული, ითვალისწინებს, ისეთ საკითხებს როგორიც არის: ე. წ. ნულოვანი ბარიერი და საარჩევნო ბლოკების გაუქმება. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიცია. მიგვაჩნია, რომ დღეს, არსებული პოლიტიკური პარტიების განვითარების დონიდან გამომდინარე, გაუმართლებელია ბლოკების გაუქმება. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ შექმნან კოალიცია და ამის საშუალებით მეტი მანდატები მიიღონ პარლამენტში. რაც შეეხება ბუნებრივ ბარიერს, მიგვაჩნია, რომ გაცილებით მიზანშეწონილი და გამართლებული იქნებოდა, თუნდაც 3%-იანი ბარიერის არსებობა”.

შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული პირები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!