სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, თბილისის, ქვემო ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს.

შსს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „მეფედრონი”, ,,მეთადონი”, „ბუპრენორფინი“, „მორფინი“, „კოდეინი“, „თებაინი“, „ჰეროინი“, „ალფა-პვპ“, „კოკაინი“ და „მარიხუანა“.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”‘-აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!