სალომე ზურაბიშვილი-ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს


  • ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მინდა, ერთი საკითხი ვახსენო, მართალია, სიტყვა „სამარცხვინო“ ზოგზოგიერთებს არ უყვარს, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოში ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ. თქვენთვისაც ეს დიდი გამოწვევაა და ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა. უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდერი, ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი. მაგრამ ისიც ვიცით, თქვენც, მეც და ყველამ, რომ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ, ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ყველა ზომა მივიღოთ. ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი, თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.