- კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„შეშფოთება მთავარი საგანი ის არის, რომ ეს პუტინის კანონის ზუსტი ასლია, რომელიც 2012 წელს მიიღეს და თანდათან გაიზარდა და განვითარდა. ეს არის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ, მედიის საქმიანობის წინააღმდეგ და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას უკანასკნელ 30 წელზე მეტია. ამიტომ ეს ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს. შარშან იგივე კანონი მასიური დემონსტრაციების შედეგად იქნა უარყოფილი და მისი მიღება ვერ მოხდა. ამჯერად, ამ კანონის თავიდან გამეორება პირდაპირ პროვოკაციას წარმოადგენს“, – ამბობს BBC News-თან სალომე ზურაბიშვილი.