“საკრებულოს წევრს 2300 ლარი?”


ეს შეუძლებელია მანამ, სანამ არ გაიზრდება მისი ამომრჩევლის ხელფასი.- ასეთი იყო დღეს, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრის „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ თენგიზ ხარჩილავას  დამოკიდებულება საკრებულოს წევრების ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც მან პრესკონფერენციაზე გააჟღერა. ხარჩილავამ   ქალაქის საკრებულოს მუშაობა პოზიტიურად შეაფასა, რომ არა  საკრებულოს წევრების ხეფასების ზრდა და ბიუჯეტის გაუხარჯავი თანხების გადამისამართება. ,,როცა პენსიონერების პენსია 160 ლარია და საბავშვო ბაღის მასწავლებლის ხელფასი 180 ლარი, არ შეიძლება საკრებულოს წევრის ხელფასი თავისი დანამატებით  2000-2300 ლარს უტოლდებოდეს”-განმარტავს დეპუტატი ხარჩილავა. ის თვლის რომ ხელფასების ზრდა უნდა დაიწყებულიყო პენსიონერების და პედაგოგების ხელფასის ზრდით და შემდეგ უნდა მომხდარიყო საკრებულოს წევრების ხელფასების გაზრდა. ხარჩილავა ხაზს უსვამს, რომ ის წინააღმდეგი არ არის საკრებულოსა და აღმასრულებელი ჯგუფების თანამშრომლებისათვის ხელფასის მომატების, ის წინააღმდეგია საკრებულოს არჩეული წევრისთვის ხელფასების მომატების, როცა მისი ამომრჩეველი ასეთი დაბალი პენსიებითა და ხელფასებით ცხოვრობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.