საკრებულოს სხდომა ოცდამეშვიდედ ჩაიშალა


  • რვა ივლისის საკრებულოს მორიგი სხდომა ისევ კვორუმის არ არსებობის გამო როგორც სხვა წინა სხდომები, ოცდამეშვიდედ ჩაიშალა. დღესაც, სხდომაზე არ გამოცხადნენ “ქართული ოცნების“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ხალხის ძალის“ წევრები.

ინფორმაციისთვის: მორიგი სხდომა ცხრა ივლისისთვის, პირველი საათისთვის, არის დაანონსებული. საკითხი იგივე რჩება.

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიგა ფარულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მალხაზ თორიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თეიმურაზ ბასილაიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კახაბერ ჩანგელიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი სორდიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მარიამ ახალაის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მაია გაწერელიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

8. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბესიკ გაბუნიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბელა მოსიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

ინფორმაციისთვის: 30 ივნისს, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიგა ფარულავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას, წერილით მიმართა.

“მოგიწოდებთ, როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენ მიერ წამოწყებულ ინიციატივაზე. უზრუნველყოთ, საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრების დასწრება. შეწყვიტოთ საკრებულოს საბოტაჟი, რაც საფრთხეს უქმნის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში როგორც მერიის, ასევე საკრებულოს ფუნქციონირებას და მოქალაქეების ინტერესებს.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!