საკრებულოს რიგგარეშე სხდომამ მერის უფლებამოსილება სცნო

  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გიორგი შენგელიას უფლებამოსილება აღიარა.

საკრებულოს წევრებმა მიულოცეს მას არჩევა და წარმატებები უსურვეს მერობის მოვალეობის შესრულების პერიოდში. სხვა დეპუტატებისგან განსხვავებით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანი წითლიძემ, გეგა შენგელიას უთხრა, რომ ის არ მიულოცავდა მერობას, რომ მას უკვე შეარქვეს “ძალადარჩეული მერი”, მაგრამ უსურვა, ისე არ დაამთავროს მისი მერობის პერიოდი, როგორც მისმა წინამორბედმა.

საკრებულოში, აზრთა სხვადასხვაობა და ხმაური გამოიწვია ახალგაზრდების პერფომანსმა, რომლებსაც ხელში ეკავათ პლაკატები და თავზე წამოცმული ჰქონდათ ტომარა.

სხდომის დასრულების, შემდეგ, კომენტარი გააკეთა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ანა წითლიძემ. მისი თქმით, “პერფომანსით და აქციით ახალგაზრდები გამოხატავდნენ 19 მაისის ძალადობრივ საარჩევნო კამპანიას”.

ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ თითოეულ ზუგდიდელთან ერთად, აპირებს ზუგდიდისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას.

საკრებულოს თავმჯომარემ მამუკა წოწერიამ, მედიასთან საუბარში, შენგელიას მიულოცა უფლებამოსილებაში შესვლა,  მადლობა  გადაუხადა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებმაც საკრებულოს სხდომის განმავლობაში საპროტესო პერფომანსი გამართეს, ძალიან მალე ჩაერთვებიან ქალაქის მერთან ერთად ზუგდიდის განვითარებაში.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.