ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ორ დეპუტატს კახა მიქაიასა და ცოტნე მურღულიას ვადამდე ადრე შეუწყდათ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. მიზეზი საკრებულოს სხდომებზე სისტემატურად დაუსწრებლობაა. კახა მიქაიასთვის წევრობის შეწყვეტას 24 დეპუტატმა, ცოტნე მურღულიასთვის კი 25-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
ხმის მიცემის უფლებით არ უსარგებლიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ან თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში, შესაბამისი კომისია რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა, კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.[embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt]