საკრებულოსა და აფხაზეთის მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის კანონშემოქმედებით სფეროში მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება, ერთობლივი სხდომების, სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზების ხელშეწყობა, ღონისძიებების დაგეგმვა – ზუგდიდში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამოვლენის, პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია და დავით ვერავა, ზუგდიდის მერი, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!