საკრებულომ ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატის თენგიზ ალმასიას უფლებამოსილება ცნო


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატის თენგიზ ალმასიას უფლებამოსილება ცნო. სხდომაზე იმყოფებოდა თენგიზ ალმასია, რომელმაც კოლეგებს და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის.“თქვენი თანადგომით კარგი საქმეები გავაკეთოთ”.- აღნიშნა ალმასიამ.

ცაიშის დეპუტატობისთვის სამი პარტიის წარმომადგენელი იბრძოდა. «ქართული ოცნებიდან» თენგიზ ალმასია, „ევროპული საქართველოდან“ გოდერძი კუკავა, „თავისუფალი საქართველოდან“ ბაჩუკი ნარუშვილი.

ცაიშში არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი გასული წლის 2 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!