ყინულის მოედანი შეტანილია საპრივატიზებო ნუსხაში


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე “სკეიტ პარკში” მდებარე ყინულის სახლის ტერიტორიის აუქციონზე გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს სამოქალაქო სექტორისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმოადგენლებმა. სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.  პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, მოგვიანებით, ფრაქცია “ენმ”–მ. შეხვედრიდან გამოსულმა ანი წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ როგორც მან აღნიშნა, “ძალადარჩეულმა” მერმა, გეგა შენგელიამ, საარჩევნოდ, კიდევ ერთხელ მოატყუა ზუგდიდელები. “სარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამბობდა, რომ ეს ტერიტორია არ გაიყიდებოდა ზუგდიდელების თანხმობის გარეშე. ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ აქ იკვეთება კორუფციული ნიშნების გეგმები ახლადაარჩეულ მერსა და ემ კვარდრატს შორის, რომელსაც უპირობოდ უნდა გადაეცეს ეს ტერიტორია”.

სამოქალაქო აქტივისტმა მარიკა თოდუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ: “მოხდა ის, რასაც ველოდით. არ მოგვისმინეს. ჩვენი არგუმენტები არ მიიღეს და ისე მიიღეს გადაწყვეტილება. ის ტერიტორია როგორ შეიძლება გასხვისო, როდესაც კანონი გავალდებულებს მშენებლობის პროცესში ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის უსაფრთხოების დასკვნის არსებობას, ჩვენ არ ვიცით ეს ინვესტიცია რა ზიანს მოგვიტანს სამომავლოდ და ამ დასკვნის გარეშე როგორ იღებენ იქ გადაწყვეტილებას მშენებლობის შესახებ”

სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია ითხოვდა იმას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ყოფილიყო საჯარო განხილვები და ამ განხილვებში მარტო საჯარო მოხელეებს არ მიეღოთ მონაწილეობა. “პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა… მე როგორც ერთი რიგითი ადამიანი ყინულის სასახლეს დავიცავ”.     საკრებულოს თავიმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებთან განმარტა: “ჩვენ დავუშვით პირველი პრეცედენტი მუნიციპალური ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის შესახებ. არაერთი საჯარო შეხვედრა მოეწყო ამ თემასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა უმრავლესობის მხარდაჭერა ამ  მიმართულებით,  სადაც აშენდება მაღალი კლასის ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო ჩვენს მუნიციპალიტეტში, ვთვლით, რომ იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ბოტანიკურ ბაღთან, დადიანების სასახლესთან და განახლებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად იმისა, რომ ზუგდიდს შევძინოთ მიზიდულობის ცენტრის ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიდეს საპრივატიზებო ქონებების ნუსხაში. რომლის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება განისაზღვრა და ინვესტორს ექნება ვალდებულება, მინიმუმ რვა მილიონ დოლარის ექვივალენტის საინვესტიციო დაბანდებებისა. ასე, რომ ჩვენ ვფიქრიბთ, რომ საკმაოდ შესაბამისობაში ვართ ჩვენი მოსახლეობის განწყობასთან და შესაბამისად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!