საკოორდინაციო საბჭო-გამორიცხული არ არის, ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდეს

  • საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს რეკომენდაციით, პირბადეები ატარონ არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს ისედაც სავალდებულოა, არამედ ღია სივრცეშიც, ვინაიდან პირბადეს და სოციალური დისტანციის დაცვას, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭო აკვირდება რეგულაციების დაცვის მაჩვენებელს და ვითარების ანალიზის საფუძველზე, გამორიცხული არ არის, ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდეს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.