საინფორმაციო შეხვედრა

ორგანიზაციამ “ციხის საერთაშორისო რეფორმამ” სარეაბილტაციო პროგრამების განხორციელებისა და მდგრადობის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის პროექტის მენეჯერმა, ირენა გაბუნიამ აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანი იყო ძალადობის მსხვერპლი, პატიმარი, ყოფილი პატიმარი, პრობაციონერი ქალბატონების რეაბილიტაციის საჭიროებების სერვისების მიმოხილვა. “ჩვენ გვსურდა მოგვეხდინა ინფორმირებულობა ერთის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების და გაგვეგო მათი აზრი, კონკრეტულად რეგიონში რა გამოწვევები არსებობს. დაგვეგეგმა ერთობლივი ნაბიჯები, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს კანონთან მყოფი მოწყვლადი ჯგუფების და მოხდეს მათი სრულფასოვანი რეინტეგრაცია საზოგადოებაში”.

პროექტის მხარდამჭერია რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი “თანაზიარი”.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …