- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია – „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზუგდიდის სახანძრო – სამაშველო განყოფილებას და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტს ეწვივნენ.
შსს ინფორმაციით, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, გაეცნენ დანაყოფების საქმიანობას და მონაწილეობა მიიღეს საჩვენებელ და სიმულაციურ აქტივობებში.
