ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში ბიბლიოთეკის მკითხველებისათვის დაიწყო საზაფხულო სკოლის – ,,ზაფხული, მე და ბიბლიოთეკა“ მეორე ეტაპი. საბავშვო განყოფილების მიერ ორგანიზებულ პროექტში ამჯერად 11-16 წლის 30-მდე ბავშვია ჩართული. 20 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით ბავშვებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობები.
პროექტის მიზანია ბავშვების წიგნიერების და ინტელექტუალური დონის ამაღლება, მეტი მკითხველის მოზიდვა და ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის პოპულარიზაცია.