- დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი აცხადებს მიღებას საგანმანათლებლო საზაფხულო სკოლაში „პატარა მუზეუმელი“.
პროგრამა სპეციალურად 7-12 წლის მოსწავლეებისთვისაა შემუშავებული და მიზნად ისახავს მოზარდებში კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღრმავებას. ინტერაქციული, შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობების მეშვეობით მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან მუზეუმის გარემოს, მის ისტორიასა და ექსპონატებს.
- ჩატარების თარიღი: 3–7 აგვისტო
- სამუშაო საათები: 10:00 – 17:00
- ჩატარების ადგილი: ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი
საზაფხულო სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა.
დამატებითი კითხვებისა და დეტალებისათვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595 28 76 76.
