“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-მაისში შეტანილ პეტიციას ზუგდიდის საკრებულომ მხარი დაუჭირა


  • ზუგდიდის საკრებულომ მხარი დაუჭირა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისისა და ჩვენი სამოქალაქო საბჭოების წევრების ორგანიზებით საკრებულოში 2022 წლის მაისში შეტანილ პეტიციას. ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

“პეტიციით, რომელსაც 651 ადგილობრივი მოქალაქე აწერს ხელს, ზუგდიდში, დავით ჯიქიას ქუჩასა და მის შესახვევებში, ასევე ბორჯომის ქუჩის შესახვევეებში გზის საფარის მოასფალტებასა და სანიაღვრე არხების მოწყობას ვითხოვდით.

საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი პირველ ეტაპზე მომზადებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, შემდეგ კი დაიწყებს მუშაობას პროექტის განხორცილებაზე”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.