„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევას ზუგდიდის მერიაში გამოეხმაურნენ


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევას გამოეხმაურნენ.

“ვეხმაურებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევას სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებთან დაკავშირებით და მოსახლეობისთვის განვმარტავთ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დაქვემდებარებულ ააიპიებსა და შპს-ებში თანამშრომელთა ზრდა, განაპირობა მომსახურების სფეროს გაზრდამ. მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას გადმოეცა ახალი ავტობუსები, რომელიც დამატებით მძღოლების აყვანას მოითხოვდა. ასევე, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები, სადაც დაემატა აღმზრდელები. კეთილმოწყობის ააიპს გადაეცა ახალი ტექნიკა, რამაც ასევე მოითხოვა დამატებითი ტექნიკის ოპერატორების აყვანა. აქედან გამომდინარე, მომსახურების სერვისების ზრდასთან ერთად, მოხდა თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა”-აღნიშნულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: დღეს, “საერთაშორიო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის 92 იურიდიულ პირში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება 2022 წელს გაიზარდა,


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!