საგანგებო შტაბის სხდომაზე


დღეს, გუბერნიაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე, რომელიც გადაუღებელი წვიმების გამო შეიქმნა, მუნიციპალიტეტების გამგებლებმა რეგიონალური ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს კახა გულედანს ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ყველაზე ცუდი სიტუაცი სოფელ ტყაიაშია, სადაც ადიდებულმა მდინარემ შესაძლოა დამბის გახეთქვა გამოიწვიოს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სიტუაცია საგანგეშოა ხობში, საჯიჯაოში, ახუთში ხიდ- ბოგირებია წაღებული. გუბერნატორის ინფორმაციით, ისინი აპირებენ ადგილებზე ჩასვლას და სიტუაციის გაცნობას. „კომისიას დაწყებული ქვს მუშაობა, ვითვლით ზარალს და ხვალისთვის ჩვენ, პრაქტიკულად, დღის პირველი ნახევრისთვის გვეცოდინება რა ზარალთან გვაქვს საქმე და რა უნდა გავაკეთოთ“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=MQDgjemc9tI[/embedyt]

რეგიონალური ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა აღნიშნა, რომ ისინი განახორციელებენ ყველა ღონისძიებას, იმისათვის, რომ მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შეექმნა და ჩაატარებენ ყველა პრევენციულ ღონისძიებას. მისივე ინფორმაციით, ნაპირ- სამაგრი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადაში განხორციელება. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7yDD75ZDPcg[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!