საგანგებო მდგომარეობის გამო, “ღია რედაქციაში” შეხვედრები გადაიდო


  • საინფორმაციო ვებგვერდის “ზუგდიდელების” რედაქცია, გაცნობებთ, რომ პროექტი “ღია რედაქცია”, რომელიც უნდა გამართულიყო 23 მარტს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, და ითვალისწინებდა მოქალაქეებთან შეხვედრას და საუბარს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, გადაიდო, ქვეყანაში შექმნილის პანდემიური მდგომარეობის გამო.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 21 მარტიდან, შემოღებულიქნა საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით, რაც ითვალისწინებს მოქალაქეების სახლში დარჩენას, ამდენად ჩვენი რედაქციაც უერთდება კამპანიას “დარჩი სახლში”.

ჩვენ მიერ დაანონსებული პროექტი “ღია რედაქცია” აუცილებლად გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ და მის შესახებ ინფორმაციას მკითხველები მიიღებენ შეხვედრის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!