საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინა


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის ოქტომბერში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 9 პირი დაკავებულია.

“ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია 19 640 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 119 724 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით.”-აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

19 − 11 =

Akismet ანტისპამი