საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარისა და გურიის რეგიონებში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენლებმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს და გაასაღეს მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო სხვადასხვა კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადეს მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში.

“გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით”.-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!