საბერიოში კორონავირუსი კიდევ 6 პირს დაუდასტურდა


სამეგრელი-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული 399 ნიმუშიდან 6 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. 6-ვე მათგანი გალის რაიონის საბერიოს ე.წ კლასტერს ეკუთვნის. მათი გადმოყვანა ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დღის განმავლობაში განხორციელდება და ისინი მოთავსდებიან საქართველოში მოქმედ სპეციალიიზრებულ კლინიკებში.

ჟურნალისტებს მალხაზ თორიამ განუცხადა, რომ მარტვილელი პოლიციელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი 7-ვე კონტაქტი მოძიებულია. ყველა მთგანზე აღებულია პისიარ ტესტი. პასუხები ჯერჯერობით უცნობია. ყველა მათგანი გადაყვანილია კარანტინში. პოლიციელი რუხის კლინიკაში გადის მკურნალობას. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის იმყოფება 58 პაციენტი. მალხაზ თორიას თქმით, ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულია კოვიდინფიცირებული ქალბატონი, რომელიც გურიის ე.წ. კლასტერს ეკუთვნის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!