საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეზე აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებამ (უფროსი-მადლენა დამენია) და ასევე N2 და N3 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალებმა ჩაატარეს ერთობლივი ღონისძიებები-ახალი წიგნების წარდგინებები(მეთოდისტი-დოდო კუხალეიშვილი), საუბრები საყვარელ წიგნებზე, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია მკითხველების მონაწილეობით. ღონისძიებას უძღვებოდა მთავარი სპეციალისტი-ასმათ სარალიძე.