- სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, საბავშვო ბაღებს სათამაშო ინვენტარი გადაეცა.
უწყების ცნობით, 15 დასახელების ინვენტარი სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას და შესაბამისად, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ეფექტურ წარმართვას შეუწყობს ხელს.
ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ინვენტარის გადაცემის პროცესს ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორთან, ხათუნა თოლორაიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია და ვიცე მერი, კონსტანტინე კაკავა ესწრებოდნენ.
საბავშვო ბაღებისთვის ინვენტარი ცენტრმა, შესაბამისი ტენდერის საფუძველზე შეისყიდა და საერთო ღირებულებამ 33 548 ლარი შეადგინა.
ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი. “ჩვენი აღსაზრდელებისათვის საინტერსო, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, რა თქმა უნდა, შესაბამისი თვალსაჩინო მასალებია საჭირო. მათი ზრდა-განვითარებისათვის, ყველა რესურსით უზრუნველყოფა, ჩვენი უპირველესი მიზანია. მოხარული ვარ, რომ დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა”.