- საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან, ხოლო სკოლები 15 სექტემბრიდან იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე ინფორმაციით, დაბა მესტია და ლენჯერი ორი სექტემბრიდან გაიხსნება.
“კოვიდ -19”-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივად ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს პირველი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს ორი სექტემბრიდან“, – წერს გახარია.