- სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების კურსდამთვრებულები საზეიმოდ გააცილეს.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, ჭკადუაშის საბავშვო ბაღის მზაობის ჯგუფის აღსაზრდელები, ამავე სოფლის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მე-12 კლასის „ბოლო ზარის“ ღონისძიებას დაესწრნენ.
პატარებმა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცეს და დიდი ზეიმის მონაწილეები გახდნენ.
აღსაზრდელებმა სკოლის კურსდამთვრებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
