სააღდგომო საჩუქრები 550 ოჯახისთვის გაიცემა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სააღდგომოდ, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, გადასცემს სასაჩუქრე პაკეტებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის გოგი რევიას განმარტებით, ერთი პაკეტის ღირებულება დაახლოებით 70 ლარია.

გოგი რევია: “ტრადიციულად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ახორციელებს ერთ-ერთ სოციალურ პროგრამას, ეს არის პროდუქტების მიწოდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალური ჯგუფებისთვის. სააღდგომო, სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ: მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, ომის ვეტერანებს, 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს, და სოციალური საცხოვრისის ბენეფიცარებს. პაკეტი გადაეცემა 550 ოჯახს. პაკეტში მოთავსებულია 14 დასახელების პროდუქტი. მასში მოთავსებულია: შესქელებული რძე, შაქარი, კარაქი ნაღების, ლიმონათი, პასკა, კვერცხი, ფქვილი, მაკარონი, ზეთი, ვაფლის ტორტი, ხორცის კონსერვი, ქათამი, საღებავი და ა.შ.”

სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტები, ბენეფიციარებს, 25 აპრილს დაურიგდებათ.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!