დღეს, ზუგდიდის მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში, გაიხსნა ზუგდიდელი მხატვრების: ელგუჯა გოგოხიას, ნანი და ჯოზეფინა თოდუების, ირაკლი კეკუტიას, ელენე ფიფიას, აბელ კალანდიას, ნუგზარ ჩხეტიას, მანონი მაქაცარიას, ნინო ქირიას და ია კანკიას რელიგიურ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების სააღდგომო გამოფენა.
სამხატვრო გალერეაში გამოფენა გაგრძელდება 10 აპრილამდე.