საავტომობილო გზების დეპარტამენტი-25-26 იანვარს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება


  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25-26 იანვარს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება.

უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 25 იანვრის 23:00 სთ-დან 26 იანვრის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკის-თბილისი, ხოლო 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისის-სენაკი მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის სენაკის-თბილისი მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის თბილისის-სენაკი მიმართულებაზე და თბილისის-სენაკი მიმართულება გადაერთვება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“,-ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!