რჩევები, რომლებიც სველ თმას ეხება


თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად ზიანდება გარეშე დამზიანებლებისგან, რადგანაც კუტიკულა „წამოწეულია“. სწორედ ამ მიზეზით არაა საჭირო კულულების ჩამოვარცხნა დაბანისთანავე.
დავივარცხნოთ ბოლოებიდან ძირებისაკენ
ტრიქოლოგები გვირჩევენ დაბანის შემდეგ თმა განსაკუთრებით ფრთხილად დავივარცხნოთ, რადგანაც მისი სტრუქტურის დაზიანების რისკი მაღალია. დაბანის შემდეგ თმა თითების საშუალებით გავშალოთ, დავარცხნა დავიწყოთ ბოლოებიდან და ნელნელა გადავინაცვლოთ ძირებისკენ.
ვარცხნილობა
თმის უთო 180-200 გრადუსამდე ცხელდება და თუ სველი თმის გასწორებას დააპირებთ, ასეთ შემთხვევაში სველი თმის შიგნით ავადუღებთ წყალს, რაც თმის მდგომარეობას ნამდვილად გააუარესებს.
მაღალი კუდის გაკეთება
ეს ვარცხნილობა ყველაზე ცუდი ვარიანტია, როდესაც საუბარი სველ თმაზე მიდის. თმა ისედაც იჭიმება წყლის მასისგან და ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობა შეიძლება მისთვის ფატალური აღმოჩნდეს.
გამოიყენეთ თერმოდაცვა ზეთოვან ფუძეზე
როდესაც თმა ნაწილობრივ შემშრალია, შეიძლება უკვე ვარცხნილობის ფენით ან უთოთი გაკეთება. ზოგიერთ თერმოდამცავ საშუალებაში
დაბანის სიხშირე
თუ შეამჩნიეთ, რომ ყოველდღიურად დაბანის შემდეგ თმა მტვრევადი გახდა, პროცედურებს შორის შუალედი უნდა გავზარდოთ. როდესაც თმას ხშირად და აგრესიულად ვიბანთ, ის თხელდება, იფიტება და ნაკლებად ჯანსაღად გამოიყურება. ამის თავიდან ასაცილებლად: შხაპის მიღებისას მოერიდეთ თმის დასველებას, 10 წუთზე მეტხანს ნუ იქნებით თავზე პირსახოცშემოხვეული, გამოიყენეთ კონდენციონერი, რომელიც თმას ზედმეტი ტენის დაკარგვისგან დაიცავს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!