რუხში ავტობაზრობა მოეწყო


რუხის სავაჭრო ცენტრში ავტობაზრობა მოეწყო. სავაჭრო ცენტრმა, მომხმარებელს, უახლესი სტანდარტებით მოწყობილი ტერიტორია “მოლის” ცენტრალურ ნაწილში შესთავაზა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ახალი სერვისით, სადაც მომსახურება უფასოა. 

ახალი ავტობაზრობა უზრუნველყოფილია დასუფთავებით, დაცვით და აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით. ტერიტორიაზე განთსებულია ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების გამოსაფენი სივრცეები. მომხმარებელს ავტოდიაგნოსტიკას ადგილზე უფასოდ სთავაზებს „თეგეტა მოტორსი“.

რუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.

კომპლექსი 10 შენობითაა წარმოდგენილი, რომელთა საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია უმაღლესი ევროპული სტანდარტის დაცვით. საპარტნიორო ფონდმა რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში, ობიექტზე, ყოველდღიურად, 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო დასაქმებული. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირება საპარტნიორო ფონდმა განხორციელა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!