- რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამედიცინო პროცესების და პაციენტთა უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის KTQ-International საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა და ხარისხის მართვის სერტიფიკატი გადაეცა.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კლინიკის ხარისხის მენეჯმენტი შეაფასეს KTQ-ს კრიტერიუმებით, პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და კლინიკური რისკების მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მენეჯმენტი და ხარისხის მართვა.