რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო MRI -ის დიაგნოსტიკური აპარატით აღიჭურვა


  • მიხეილ სარჯველაძე, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და სამედიცინო დაწესებულების მუშაობის შედეგები მოისმინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფო უახლესი Signa Hero-ს მოდელის MRI -ის დიაგნოსტიკური აპარატით აღიჭურვა, რომელიც პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ მაგნიტო-რეზონანსული ღრმა კვლევებით ადგილზე, რეგიონიდან გაუსვლელად, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სერვისების უწყვეტობისა და ხელმისაწვდომობისთვის. კლინიკაში მოქმედებს რეგიონის ყველაზე მძლავრი ქიმიოთერაპიის ცენტრი.

ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც კლინიკაში სერვისების ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ასევე კომიტეტის სხვა დეპუტატები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი,ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!