- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 8 მოქალაქე.
რუხის კლინიკაში იმყოფება 176 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 17 და საშუალო სიმძიმის 3 პიროვნება.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 24 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედი 48 პაციენტი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, რუხის კოვიდ კლინიკაში, სამეგრელოს ორი მცხოვრები გარდაიცვალა კორონავირუსით. გარდაცვლილია ხობელი, 65 წლის მამაკაცი. კორონავირუსს ემსხვერპლა ზუგდიდის მცხოვრები 71 წლის ქალი.