ბალხამიშვილების ოჯახის ტრაგედია


გრიგოლეთში ავტოავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მცხოვრები ბალხამიშვილების ოჯახი ემსხვერპლა. დაღუპულია ოჯახის ექვსივე წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი გოგონა. დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი მთავრობა დაფარავს. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, ლევან შონია მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს:

„თავზარდამცემია ის რაც გუშინ გრიგოლეთში მოხდა. ავტოავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მცხოვრები ბალხამიშვილების მთელი ოჯახი  ემსხვერპლა. დაღუპულია ოჯახის ექვსივე წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი გოგონა. მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდარი ფაქტის გამო და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. ეს არის უბედურება არამარტო ბალხამიშვილების ნათესავების, ახლობლების, მეგობრებისა და  მეზობლებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მივიღეთ გადაწყეტილება, რომ დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი მთავრობა დაფარავს“- ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის  გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.