- მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, დღეს დილით, კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება მედიასტან ამბობს, რომ საჰაერო იერიშის მაუწყებელი განგაშის სიგნალი გრძელდება და მოქალაქეები, მის დასრულებამდე, თავშესაფრებში უნდა დარჩნენ.