- ხარკოვის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვის რეგიონზე თავდასხმის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 კი – დაშავდა. დაშავებულებს შორის არის 11 წლის გოგო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, 11 წლის გოგო საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„რეგიონში ბრძოლა გრძელდება. ხარკოვის მიმართულებით, ოკუპანტები თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ და ცდილობენ ჩვენი სამხედროების შეკავებას. მტერი ჩვენი სამხედროების პოზიციებს, მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებს ტანკებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან ესვრის“, – წერს სინეგუბოვი.