- რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა. ქვეყნის 83 რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 11 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად რუსეთში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 209 688-ს შეადგენს.
ამასთან, გასულ 24 საათში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 88 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვი 1 915-მდე გაიზარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსისგან 34 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. Worldometers-ის მონაცემებით, აშშ-ის, ესპანეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ინფიცირებულთა რიცხვით რუსეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.