- მედიის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნიპროს დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
“რუსებმა ღამით დნიპროს რაკეტები ესროლეს. მათ საცხოვრებელ უბნებს დაარტყეს. ამ დროისთვის ცნობილია სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავდა კიდევ ხუთი, მათ შორის 12 წლის გოგონა”, – წერს დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო.