ჩუხუას საქმეზე ვიდეომასალა გასაჯაროვდა


ბიზნესმენ რუზგენ ჩუხუას საქმეზე, რომელიც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 31 აგვისტოს იმპოვეს, ვიდეო მასალა გასაჯაროვდა. ის ჟურნალისტებს ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წარმომადგენელმა ლევან თორიამ გადასცა. ლობარდის მფლობელ რუზგენ ჩუხუას  ცეცხლსასროლი იარაღიდან გამავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული გულმკერდის არეში.[embedyt]http://www.youtube.com/watch?v=QqEUx6I02HQ[/embedyt]

ვიდეოში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო “ლაივპრესმა” გაავრცელა, http://www.livepress.ge/ka/site/news/12470/შორი კადრით, მაგრამ ჩანს, როგორ ჩერდება ბიზნესმენის შავი ფერის ავტომანქანა მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოტახანში კი, უახლოვდება მეორე ასევე მსუბუქი მანქანა. ბიზნესმენი აღებს კარს, თუმცა კადრიდან თითქმის შეუძლებელია ნათლად დანახვა რა ხდება მის ავტომანქანაში. როგორც ლევან თორიამ  ბრიფინგზე განაცხადა, რუზგენ ჩუხუას მკვლელობას ადასტურებს სწორედ ამ ვიდეოში ასახული ფაქტი, რომ ის იმ დღეს თავად იჯდა საჭესთან, რამდენიმე წუთში კი, გარდაცვლილს უკანა სავარძელზე პოულობენ. ამასთან, თორიას განცხადებით, მკვლელობის ვერსიას ამყარებს დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ ჩუხუას გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული აქვს გამავალი ჭრილობა, მიმართულებით ზევიდან ქვევით. ლევან თორიას თქმით, მის გარდაცვალებას წინ უძღოდა ასევე მუქარები ზუგდიდის დაცვის პოლიციის უფროსის ზვიად კილასონიას მხრიდან. 

 ოჯახის მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი მოკლულია. მომხდარზე მიმდინარეობს ძიება. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოწმის სახით სხვა პირებთან ერთად დაცვის პოლიციის ზუგდიდის განყოფილების უფროსი ზვიად კილასონიაც დაიკითხა. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!