რონი მესხმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი წარუდგინა


  • შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა სამეგრელო-ზემო სვანეთის, ასევე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო შეხვედრები გამართა და თანამშრომლებს  ახლად დანიშნული დირექტორები წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს  ირაკლი ფიფიას  და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის  ხელმძღვანელს  ივანე მჭედლიშვილს  თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, რონი მესხმა დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ  დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული ღირსეული სამსახურისთვის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!