როგორ შევხვდეთ 2020 წელს, რომ თეთრი მეტალის ვირთხის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ


  • ჩვე­ნი ახა­ლი წლის მმარ­თვე­ლი – თეთ­რი მე­ტა­ლის ვირ­თხა მხო­ლოდ ცბი­ე­რი და სწრა­ფი კი არა, გამ­ჭრი­ა­ხი­ცაა. მას არ უყ­ვარს გეგ­მე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა. ზო­გის­თვის წლის და­სა­წყის­ში რთუ­ლი იქ­ნე­ბა, ემო­ცი­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა და რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ახალ პი­რო­ბებ­თან შე­გუ­ე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. იყა­ვით მე­ტად რე­ა­ლის­ტუ­რე­ბი და მო­ი­ცი­ლეთ ილუ­ზი­ე­ბი – ეს დე­ვი­ზი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში გა­მო­გად­გე­ბათ.

თეთ­რი ვირ­თხა ლი­დე­რი და წი­ნამ­ძღო­ლია. მას სურს გარ­შე­მო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი და­ი­მორ­ჩი­ლოს. თუ ბრძნუ­ლად და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­იქ­ცე­ვით, კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი არ მოხ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, შრო­მა უპირ­ვე­ლე­სი უნდა გა­ი­ხა­დოთ, თუ გსურთ, წლის ჭირ­ვე­ულ მბრძა­ნე­ბელს ასი­ა­მოვ­ნოთ და ჯილ­დოც მი­ი­ღოთ. ნაკ­ლე­ბი ლა­პა­რა­კი და მეტი მუ­შა­ო­ბა. ასე მო­თაფ­ლავთ ჭკვი­ან, ინ­ტუ­ი­ცი­ა­გან­ვი­თა­რე­ბულ ვირ­თხას. 2020 წელს კარ­გი იქ­ნე­ბა ფუ­ლის და­ბან­დე­ბა წარ­მო­ე­ბა­ში, პრო­ექ­ტებ­ში, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დებ­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა, სახ­ლის აშე­ნე­ბა, რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა. რო­გორ შევ­ხვდეთ წლის მმარ­თვე­ლი ვირ­თხის შე­მობ­რძა­ნე­ბას, რომ მთე­ლი წელი იღ­ბლი­ა­ნი გვქონ­დეს? რა თქმა უნდა, დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ინ­ტე­რი­ე­რი უნდა მორ­თოთ, მო­ამ­ზა­დოთ სა­ჩუქ­რე­ბი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბით გა­ა­წყოთ სუფ­რა, მო­ა­წყოთ წვე­უ­ლე­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბა. მე­ნი­უ­ში ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი და მსუ­ყე კერ­ძე­ბი უნდა გქონ­დეთ. შიმ­შილს თეთ­რი ვირ­თხა ვერ აი­ტანს. სუფ­რა­ზე და­ა­ლა­გეთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი – სას­მე­ლი, ხილი, ხორ­ცი – თევ­ზის, ფრინ­ვე­ლის, ღვე­ზე­ლე­ბი, პიცა და ხა­ჭა­პუ­რი, თხი­ლე­უ­ლი, შო­კო­ლა­დი, კოქ­ტე­ი­ლე­ბი, წვე­ნე­ბი და რა თქმა უნდა, ყვე­ლი.
თეთ­რი ვირ­თხას ღია ფე­რე­ბი უყ­ვარს, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი და ლა­მა­ზი ინ­ტე­რი­ე­რი. მას­თან შე­სახ­ვედ­რად თეთრ, ვერ­ცხლის­ფერ ან მშვი­დი ფე­რის სა­მოს­ში გა­მო­ე­წყვეთ. ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ზო­მი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნეთ შავი ფერი. სა­სურ­ვე­ლია აკუ­რა­ტუ­ლად, სი­ლუ­ე­ტის გა­მოკ­ვე­თით ჩა­იც­ვათ. აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან აირ­ჩი­ეთ მბრწყი­ნა­ვი ბრო­შე­ბი, გულ­საბ­ნე­ვე­ბი, თმის სა­მაგ­რე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ ვერ­ცხლის­ფე­რი ქა­მა­რიც/ჰალ­ტუ­ხის კი გა­ი­კე­თოთ. მე­ტა­ლის ვირ­თხას მოს­წონს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ბრწყი­ნავს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფერ­ცხლის­ფერ ფეხ­საც­მელს ჩა­იც­ვამთ.
ინ­ტე­რი­ერ­ში ვერ­ცხლის­ფე­რი ნაძ­ვის ხე დად­გით. სა­სურ­ვე­ლია, ბრო­ლის სა­თა­მა­შო­ე­ბით მორ­თოთ ან ნა­ტუ­რა­ლუ­რით, ვირ­თხას ყვე­ლა­ფე­რი ეკო­ლო­გი­უ­რი უყ­ვარს. სა­დღე­სას­წა­უ­ლო ინ­ტე­რი­ე­რის შე­საქ­მნე­ლად უხ­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ გვირ­გვი­ნე­ბი, პუ­ფე­ბი, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სან­თლე­ბი, წვრილ-წვრი­ლი დე­კო­რის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. სუფ­რა ღია ფე­რის უნდა გქონ­დეთ, ჭურ­ჭე­ლი – ვერ­ცხლი­სა და ბრო­ლის, კლა­სი­კუ­რი სტი­ლის.
ვირ­თხას უყ­ვარს დიდი წვე­უ­ლე­ბა, ბევ­რი ხალ­ხი, მხი­ა­რუ­ლე­ბა, გარ­თო­ბა. სა­სურ­ვე­ლია ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან ერ­თად შეხ­ვდეთ ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას, დი­ლამ­დე იცეკ­ვოთ, იმ­ხი­ა­რუ­ლოთ. ამას­თა­ნა­ვე, ვირ­თხას ქა­რაფ­შუ­ტა­სა და მფლან­გველს ვერ ვუ­წო­დებთ. რეს­ტო­რან­სა და სა­მე­ფო აპარ­ტა­მენ­ტებს, ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა აგა­რაკ­ზე ან მყუდ­რო ბი­ნა­ში ამ­ჯო­ბი­ნეთ. უფრო უკე­თე­სია, თუ ახალ წელს კო­ლე­გებ­თან ერ­თად შე­ე­გე­ბე­ბით, კი­დევ უფრო სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, ან ბუ­ნე­ბა­ში. ერთი სი­ტყვით, ად­გილს – სა­ხუ­რავ­ზე შეხ­ვდე­ბით ახალ წელს თუ ლიფ­ტში – დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, მთა­ვა­რია იმ­ხი­ა­რუ­ლოთ. თა­ნაც, არც ბევ­რი ფუ­ლის ხარ­ჯვა არაა სა­ჭი­რო. მე­გობ­რებ­მა შე­გიძ­ლი­ათ ფული შეკ­რი­ბოთ და ისე იმ­ხი­ა­რუ­ლო.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!