როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბარაქის ხემ მეტი ფული მოგვიტანოს

  • არა­ვინ იცის, რო­დის გაჩ­ნდა ლე­გენ­და ფუ­ლის ხის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მრა­ვალ ადა­მი­ანს სჯე­რა მისი. ფუ­ლის, იგი­ვე ბა­რა­ქის ხე დღეს თით­ქმის ყო­ველ მე­ო­რე ქარ­თულ ოჯახ­ში დგას. რო­გორ მო­ვა­შე­ნოთ და მო­ვუ­ა­როთ ამ მცე­ნა­რეს ისე, რომ მარ­თლაც “წა­ეშ­ვე­ლოს” ჩვენს ჯი­ბე­სა თუ სა­ფუ­ლეს? დიახ, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს სწამს, რომ ხეს ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მომ­ტა­ნი აურა აქვს. თუ თქვენც გჯე­რათ, რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ:

ფუ­ლის ხე მა­ღა­ზი­ა­შიც შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოთ, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია, თუ თა­ვად მო­ა­შე­ნებთ. ამი­სათ­ვის ერთი ფო­თო­ლიც საკ­მა­რი­სია, რო­მე­ლიც, სა­სურ­ვე­ლია, სხვის ხეს მა­ლუ­ლად მო­ა­ცა­ლოთ.

სა­ნამ დარ­გავთ, 3-5 სა­ა­თით გა­ა­ჩე­რეთ და მხო­ლოდ შემ­დეგ ჩარ­გეთ ქო­თან­ში. ყვე­ლაფ­რის­გან და­ზღვე­უ­ლი რომ იყოთ, ნარ­გავს თავ­ზე მი­ნის ქილა და­ა­ფა­რეთ, თუმ­ცა დღე­ში ერთხელ მა­ინც მო­ხა­დეთ, რათა ჰა­ერ­თან შე­ხე­ბა ჰქონ­დეს. როცა ნარ­გა­ვი “წა­მო­იზ­რდე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ ქილა მო­ა­შო­როთ. ხში­რი მორ­წყვა არ სჭირ­დე­ბა, წყა­ლი მხო­ლოდ მა­შინ და­უს­ხით, როცა შე­ა­ტყობთ, რომ მიწა გა­მოშ­რა. ნა­თელ ად­გილ­ზე მო­ა­თავ­სეთ, მის ფოთ­ლებ­ზე მზის სხი­ვე­ბი კარ­გად მოქ­მე­დებს.

ფენ-შუის თა­ნახ­მად, ფუ­ლის ხე ბი­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში უნდა დად­გათ, იდე­ა­ლურ შემ­თხვე­ვა­ში, ფან­ჯრის რა­ფა­ზე. ბი­ნის სწო­რედ ეს ნა­წი­ლი გან­სა­ზღვრავს ოჯახ­ში სიმ­დიდ­რეს, ამი­ტო­მაც არის ბა­რა­ქის ხის­თვის ფან­ჯრის რაფა ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი.

ეფექ­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, ქო­თან­ში ხურ­და ფუ­ლიც უნდა ჩა­ა­ყო­ლოთ. ბე­დო­ბის დღეს კი ფოთ­ლებ­ზე ქა­ღალ­დის კუ­პი­უ­რე­ბი უნდა და­უ­მაგ­როთ.

თუ ახა­ლა­მო­სუ­ლი ფოთ­ლე­ბი სწრა­ფად გა­ი­ზარ­და, ესე იგი ოჯახ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ფული შე­მო­ვა.

თუ ხემ მო­ი­წყი­ნა და ფოთ­ლე­ბი ჩა­მოც­ვივ­და, ზა­რა­ლის­თვის მო­ემ­ზა­დეთ. მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ “გა­ლან­ძღოთ” ბა­რა­ქის ხე. ის ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბას.

წყარო

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.