“როგორ ვიმუშაოთ ავთენტურ დოკუმენტზე“


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ზუგდიდის, პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგულ კოლეჯთან ერთად ახორციელებს პროექტს – “როგორ ვიმუშაოთ ავთენტურ დოკუმენტზე“.

დადიანების სასახლის ინფორმაციით, მუზეუმიდან, პროექტში ჩართულები არიან დირექტორი ანზორ ოყუჯავა, ხელნაწერთა ფონდის მცველი – ნაზიბროლა ქორთუა და ექსკურსიამძღოლი – მალვინა მეფორია, ხოლო კოლეჯიდან, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად პედაგოგები – ფრანგული ენისა, კახაბერ ფარცვანია, ისტორიის – ომეხ სიჭინავა და ქართული ენისა და ლიტერატურის – სოფიო ფიფია.

პროექტი ითვალისწინებს მუშაობას, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულ, ფრანგულ ენაზე შედგენილ ხელნაწერ წერილებზე (დამუშავებას, ფრანგულიდან ქართულ ენაზე თარგმნას, ქართული ტექსტის სტილისტურად გამართვასა და მათ გაციფრულებას).

პროექტში ჩართული მოსწავლეები, სამუშაო ვიზიტით, ორჯერ ეწვივნენ მუზეუმს.

მუზეუმის დირექტორი, ბატონი ანზორ ოყუჯავა მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე – „მუზეუმი და ინტერპრეტაცია“ და „მუზეუმის ტერმინოლოგია“.

მოსწავლეებმა ხელნაწერზე მუშაობისა და მისი სწორად ინტერპრეტირებისათვის რეკომენდაციები მიიღეს.

პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა დაგეგმილია მიმდინარე წლის 9 ივნისს.

9 ივნისის შეხვედრის შემდეგ, მუზეუმი, სოციალური გვერდის მეშვეობით გაგაცნობთ პროექტის ფარგლებში, პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის მოსწავლეების მიერ დამუშავებულ დოკუმენტებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!