1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004 – მაიმუნები ამ წლებში მოევლინენ ქვეყანას. ამ ადამიანებს, განსაკუთრებული გამჭრიახობა, კარგი ინტუიცია და ოსტატური ლავირების უნარი აქვთ. მაიმუნი ცვალებადი და მოუხელთებელი ბუნებისაა, შეუძლია იყოს მაცდური, გულუხვი, სასტიკი. გააჩნია სიტუაციას და მიზანს, რომელიც მას იმ მომენტში აქვს დასახული. ამ ადამიანებს აქვთ გასაოცარი უნარი, ნებისმიერთან ადვილად და უპრობლემოდ შევიდნენ ახლო კომუნიკაციაში და მოიპოვონ მისი ნდობა. ამაოდ ეცდებით თქვენს მიმართ მისი რეალური ზრახვები გამოიცნოთ, მაიმუნს ოსტატურად ეხერხება, საკუთარი თუნდაც უარყოფითი დამოკიდებულება სხვების მიმართ, თავაზიანობის ნიღბის უკან დამალოს. თუმცა შესაძლოა ამ დროს, იგი თავის თავს ზოგიერთებზე გაცილებით მაღლა აყენებდეს. ეს ადამიანი უზომოდ პატივმოყვარე და ამაყია. აქვს კარგად განვითარებული შორსმჭვრეტელობის ნიჭი, რასაც ერუდიციისკენ დაუღალავი სწრაფვით და ინტელექტის ამაღლებით იმყარებს. იგი უზომოდ ცნობისმოყვარეა, ამიტომ ბევრს კითხულობს და როგორც წესი, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის საქმის კურსშია, რაც ქვეყანაზე ხდება. კარგად განვითარებული მეხსიერების უნარი და წარმოსახვის ნიჭი, საშუალებას აძლევს მას, ხშირად დეტალებში აღიდგინოს წაკითხულის, ნანახის და გაგონილის შინაარსი. მაიმუნისთვის ასეთი მეხსიერება ჰაერივით აუცილებელია, რადგან როგორც წესი ამ ადამიანებს არაფერი აქვთ წესრიგში და მათ ცხოვრებაში მუდმივი ქაოსი სუფევს. ამ ადამიანის ბოლომდე გაცნობა საკმაოდ რთული და შეიძლება ითქვს შეუძლებელიც კია. იგი არათუ სხვებს, ბოლომდე საკუთარ თავსაც არ ენდობა.
ვერძი მაიმუნი – მართალია მერყევი ხასიათით გამოირჩევა, მაგრამ ამ ადამიანს გასაოცარი უნარი გააჩნია ნებისმიერი პრობლემიდან იპოვნოს გამოსავალი. ამ ადამიანს თავდაცვაც და თავდასხმაც ერთნაირი ოსტატობით შეუძლია.
კურო მაიმუნი – რომანტიული და მეოცნებე კურო – მაიმუნი, გარშემომყოფებთან ადვილად ამყარებს მეგობრულ ურთიერთობას. მას უყვარს სილამაზე, კინემატოგრაფია, მუსიკა. თუმცა კუროს სიზანტე და პასიურობისკენ მიდრეკილება, ხშირად აიძულებს მაიმუნ-კუროს, რომ ვინმე ენერგიული პარტნიორი ან აქტიური თანამოაზრე ეძებოს საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად.
ტყუპი მაიმუნი – როგორც წესი, მაიმუნ-ტყუპს უამრავი ბრწყინვალე იდეა მოსდის თავში, მაგრამ მიუხედავად ნიჭიერებისა, ამ ადამიანს იშვიათად ყოფნის ნებისყოფა დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. მაიმუნი-ტყუპი არაკონფლიქტური პიროვნებაა, დაძაბულ სიტუაციაში იგი კამათში ჩაბმას ერიდება და თავის გარიდებას არჩევს.
კირჩხიბი მაიმუნი– ერთი შეხედვით უწყინარი და დაუცველი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ეს მხოლოდ ნიღაბია რომელსაც მაიმუნი-კირჩხიბი საზოგადოებაში იყენებს. რეალურად კი ეს ადამიანი არაჩვეულებრივი სტრატეგია და ყველა შესაძლო სვლა გათვლილ-გაანგარიშებული აქვს ცხოვრებაში. კირჩხიბ-მაიმუნს უყვარს ფული, შესაბამისად მის მოსაპოვებლად არაფერს ერიდება.
ლომი მაიმუნი – უზომოდ ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელური და ავანტიურისტი მაიმუნი-ლომი, ხასიათის ცვალებადობით გამოირჩევა. რისკის სიყვარული, ხშირად უბიძგებს მას იმისკენ, რომ საეჭვო გარიგების მსხვერპლი გახდეს.
ქალწული მაიმუნი -მისგან შესანიშნავი ბიზნესმენი (ბიზნესლედი) ან გამომძიებელი შეიძლება დადგეს. ქალწული-მაიმუნი ბუნებით მაძიებელი და რისკის მოყვარულია. მას მაგნიტივით იზიდავს ყველაფერი რაც იდუმალების ბურუსითაა მოცული და ცხრაკლიტულში დევს.
სასწორი მაიმუნი – იგი წინდახედული, გონიერი და საკმაოდ ეშმაკია. მაიმუნის შორსმჭვრეტელობა და მოქნილობა, სასწორისთვის დამახასიათებელ გარეგნულ ხიბლთან ერთად საკმაოდ სახიფათო ადამიანს აყალიბებს. მაიმუნმა-სასწორმა ყოველთვის კარგად იცის რა უნდა, მაგრამ მიზანს იგი როგორც წესი შემოვლითი გზებით უახლოვდება.
მორიელი მაიმუნი – არაპროგნოზირებადი, ნიჭიერი და ძალიან ფრთხილი მაიმუნი-მორიელი, ბევრისთვის წარმოადგენს საშიშ მოწინააღმდეგეს. ამ ადამიანის მოქმედების წინასწარ გამოცნობა ძალზე რთულია. მას შეუძლია ნებისმიერი რამის ჩადენის უფლება მისცეს საკუთარ თავს, თუკი კონკრეტულ სიტუაციაში ასე აწყობს.
მშვილდოსანი მაიმუნი – ერთერთი საუკეთესო კომბინაციაა მაიმუნისთვის. მშვილდოსანი-მაიმუნი დაკვირვებული, მიზანსწრაფული და გაწონასწორებული ტიპია. ამ ადამიანს შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭი და ლოგიკური აზროვნების უნარი გააჩნია, იგი კარგად ახერხებს ერთმანეთისგან გაარჩიოს არასაჭირო და მართლა გამოსადეგი ინფორმაცია, ისევე როგორც ადამიანები.
თხის რქა მაიმუნი – მაიმუნი-თხის რქა, რომელსაც არაჩვეულებრივი ინტუიცია და კარგი ფინანსური ალღო გააჩნია, ახერხებს, ოსტატურად გადაახტეს სახიფათო მონაკვეთებს, ისე რომ საკუთარ მისწრაფებებზე უარი არასოდეს თქვას.
მერწყული მაიმუნი – მაიმუნ-მერწყულს უყვარს სწავლა, ამიტომ გამუდმებით ცდილობს ერუდიციის დონე აიმაღლოს. იგი უზომოდ ცნობისმოყვარე და კონტაქტურია, თუმცა პერიოდულად მარტოობაც ესაჭიროება, აქედან გამომდინარე მის ცხოვრებაში აქტიურ პერიოდებს, ხშირად ცვლის აბსოლუტური პასიურობის ხანა, რომლის დროსაც მაიმუნი-მერწყული დახარჯულ ძალებს ინაზღაურებს.
თევზები მაიმუნი – მიუხედავად გარეგნული სიფაქიზისა, თევზი-მაიმუნიც, ისევე როგორც დანარჩენი მაიმუნები, უზომოდ ჭკვიანი და წინდახედულია. ამიტომ იგი კარგად სწავლობს საკუთარ შეცდომებზე. მათგან შესანიშნავი დიპლომატები და საზოგადო მოღვაწეები გამოდიან.
მომზადდა ინტერნეტმასალებიდან