- საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზი გაწყდა, რომელიც დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა. ამჟამად გაჩერებულია 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი.
მათივე ცნობით, გაჩერებულია შემდეგი მიმართულებები: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და ზუგდიდი-თბილისი.
„სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.
პარალელურად კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.