რკინიგზის მიმდებარედ ნაპოვნი გარდაცვლილი დაკრძალულიქნა


მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი ცხედარი “სასაფლაოების მართვის ცენტრმა” დაკრძალა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიმართვის საფუძველზე  სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე.

დაკრძალვა შესაბამისი წესით განხორციელდა. დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები დაფარულ იქნა ააიპ-,,სასაფლაოების მართვის ცენტრის“ მიერ.

მარტოხელა, უჭირისუფლო მიცვალებული  ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის 6 თებერვალს იქნა ნაპოვნი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!