- რიყეში ძალოსნობის დარბაზს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ავთანდილ გახოკიძის სახელი მიენიჭა.
ღონისძიებას ზუგდიდის ნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეები, ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს არა ერთგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრები, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიშვილი ესწრებოდნენ.