რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„შეგახსენებთ, რომ რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით მხოლოდ ერთ ზოლზე მიმდინარეობდა.

ტრაილერებისთვის კი, მოძრაობა დროებით, გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, აიკრძალა“, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.